Saturday, August 10, 2013

პარტია “ქართველთა ეროვნული მოძრაობა”
პარტიაქართველთა ეროვნული მოძრაობაგაატარებს ქართულ იდეოლოგიას, თუმცა, ამასთანავე, დაიცავს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას, თავისუფალი ბიზნესის ინტერესებს და სიტყვის თავისუფლებას, ყოველგვარ სასიკეთო ქართულ ტრადიციებს და ხელს შუწყობს მის პოპულარიზაციას, დაიცავს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს მისი ადგილსამყოფელის მიუხედავად.

          ჩვენი ძირითადი მისიები:
საქართველოს სჭირდება ახალი სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც ხალხის უმრავლესობას დააკმაყოფილებს და უზრუნველჰყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას.
   
ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სწრაფვას იმ ღირებულებებისკენ, რომლებიც საქართველოს ხალხისთვის, ერისთვის თავსებადია, კარგია და უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს ქართველ ერს.
      ჩვენ ყველანაირ ინფრასტრუკტურას განვაახლებთ ეს იქნება: გზები, აეროპორტებს, პორტებს, ჰიდრო ელექტრო სადგურებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას თუ სხვა...
ამასთანავე რაც მთავარია საქართველოს ტერიტორიებზე გაიზრდება სამხედრო ბაზების რაოდენობა, უფრო მეტი თავდაცვითი ზონები შეიქმნება  და  რათქმაუნდა  არმიის  რაოდენობაც გაიზრდება შესაბამისად, სამხედრო პირებს შესაბამისი, ღირსეული დაფასება ექნებათ და ყოველივე ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ქართული არმიის გაძლიერებისკენ და სრულყოფისკენ, ეს ყველაფერი კი საქართველოს თავდაცვის უნარს აამაღლებს.
    
ჩვენი პარტია სამართლიანობის აღდგენას დაიწყებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან  მოყოლებული;  ჩვენ სამარლიანობას ერთხელ და სამუდამოდ აღვადგენთ!!!
გავატარებთ სასამართლო რეფორმას და ამასთანავე პროკურატურის ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტება მოხდება.
ყოველგვარი უსამართლობის უმკაცრესად აღკვეთა და სამართლიანობის განმტკიცება მოხდება ქვეყნის მასშტაბით.
   აქედან გამომდინარე ყველა იმ მოქალაქეს ვისაც წაართვეს, ჩამოართვეს მათი უფლება, ქონება,(ვისი ღირსებაც ფექვეშ გათელეს) პირველ რიგში მათი საქმეები გადაიხედება, დაჩქარებული მეთოდით და ამასთანავე (ამ საქმეებს შეისწავლიან მხოლოდ ახალი და ახალგაზრდა პროკურორები)
      ჩვენ უფრო კონკრეტულ მოლაპარაკებებს დავიწყებთ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან "ნატო"_სთან საქართველოს ალიანსში მიღებისთვის; მაგრამ შესაძლებელია "ნატო"_სთან შეთანხმება ვერ იქნეს მიღწეული აქედან გამომდინარე ჩვენ ალტერნატიული გეგმაც გვაქვს.
ალტერნატიულ გეგმაში ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობას არ ვგულისხმობთ!

           ჩვენი  მმართველობის  სისტემა  და  ეკონომიკა - სიღარიბის დაძლევა

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისთვის და მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნული ბანკი მისი საქმიანობის უმთავრესი მიზნის ფასების სტაბილურობის მისაღწევად და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული, ინფლაციის საპროგნოზო და საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელით.
     ეროვნული ბანკი არ უნდა ერეოდეს საქართველოს საფონდო ბირჟის საქმიანობაში, საფონდო ბირჟამ დამოუკიდებლად და თავისუფლად უნდა იმუშაოს და შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული სახის კონტროლის გაწევა ლეგიტიმურობისთვის და არა მის საქმიანობაში ჩარევის მიზნით.
    
ინფლაციას თავიდანვე სჭირდება სათანადო ზომების მიღება რაც დღეს არ ხდება,  ინფლაცია კვლავ თუ გაგრძელდება, ხელფასები და პენსიები, შეიძლება 500-1000 ლარითაც გაზარდონ, მაგრამ ამ ფულს არანაირი ღირებულება არ ექნება და ეს ყოველივე ისედაც გაჭირვებულ და საშუალოდ მცხოვრებ ხალხს დააწვება...
იმფლაციას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს და მის სტაბილურობას ყველანაირად უნდა ვეცადოთ.

დღემდე
 
დაკნინებულია საქართველოში: ქართული ენა, ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო!
ჩვენი მისიები:

ხალხის დასაქმება !
ქართული ეკონომიკის სრული დატვირთვით ამუშავება !

სიღარიბის
აღმოფხვრა !
ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება !
 
საქართველოს უწყვეტი და მუდმივი განვითარება...!
 სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ეკონომიკა და ბიზნესს შევუქმნათ  თავისუფალი გარემო ყოველმხრივ განვითარებისთის...  ბიზნესის მოგების გადასახადებიც გადაიხედება და მათი კაპიტალის, ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) მიხედვით გადანაწილდება მოგების პროცენტი.
     სახელმწიფო  ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს და  ახალ ბიზნესწამოწყებებს შესაძლებელია  დაკვირვების ქვეშ და გმჭვივალე სუფსიდირებაც მოხდეს მხოლოდ 50% პროცენტით.
  ჩვენ ასევე მოვიზიდავთ უცხოურ ინვესტიციებს ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ  ეს ინვესტიციები მხოლოდ იქნება გათვლილი ქართველი ხალხის დასაქმებაზე და მათი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად… (გამონაკლისი შემთხვევები იქნება თუ საქართველოში ვერ მოიძებნა შესაბამისი მცოდნე, პროფესიონალი, პერსონალი.)


შემცირდება მაღალჩინოსნების პრემიები, დანამატები თუ ხელფასები და ისინი მაქსიმალურად  რეალურ, შესაბამის გასამრჯელოს მიიღებენ მათი მუშაობის და პროგრესის თვალსაზრისით. 
(
მაქსიმალურად შემცირდება სახელმწიფო სექტორში დასაქმება და წახალისდება კერძო სექტორი რომელიც უზრუნველჰყოფს ღირსეულ სამუშაოებს და სტაბილურ დასაქმებას.)
 
პენსიონერებს რაც შეეხება მათ რათქმაუნდა გაეზრდებათ პენსია და ამასთანავე შეიქმნება საპენსიო ფონდიც და ეს სისტემა გადავა მათი სტაჟის, შესაბამისი დამსახურების პენსიებზე.


    ჩვენ დავაფუძნებთ ანტიმონოპოლიურ სამსახურს რომელიც კონტროლს გაუწევს  ბიზნესს  რათა ქვეყანაში იყოს თავისუფალი კონკურენცია და არ შეიქმნას მონოპოლიური მდგომარეობა, თუ შეიქმნება მისი უმოკლეს ვადაში გამოაშკარავება და აღკვეთა მოხდება,  ბიზნესი თანაბარ პირობებში და თავისუფალ გარემოში იქნება, ანტიმონოპოლიური სამსახური იმუშავებს   დამოუკიდებლად.
აქ ჩვენი ზოგადი ამოცანები და მისიები არის წარმოდგენილი.  დეტალურად შემდეგში შემოგთავაზებთ ჩვენს იდეებს და მისიებს.